თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მოსფლიოს მარცხი იქნება - კულება

06.11.23 14:50
თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მოსფლიოს მარცხი იქნება - კულება

თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მოსფლიოს მარცხი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. ამასთან, დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ უკრაინა აგრესორთან ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. 

თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოვიგებთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება. თუმცა მჯერა, რომ პარტნიორების დახმარებისა და ჩვენი ძალების წყალობით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამანი ითვლება.  

მსგავსი სიახლეები