რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაშავებულია სამი ადამიანი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელ ზელენივკაში არსებული საწარმო დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ხერსონის რეგიონული პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზიანებულია კერძო სახლები და ფერმის შენობები.