ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება - გუტერეში

07.11.23 10:53
ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება - გუტერეში

ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება - გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.

მისი თქმით, აუცილებელია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.

„განვითარებული კატასტროფა ყოველი საათის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას“.

კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო თანამეგობრობა ფუნდამენტური პასუხისმგებლობის წინაშე დგანან: შეაჩერონ ეს არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში. ღაზაში არსებული კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის კაცობრიობის კრიზისი“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, - განაცხადა გუტერეშმა.

 

მსგავსი სიახლეები