ზელენსკიმ ისრაელში ჩასვლა ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის გამო გადადო - მედია

07.11.23 18:40
ზელენსკიმ ისრაელში ჩასვლა ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის გამო გადადო - მედია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტი მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო ზელენსკი 7 ნოემბერს ისრაელს არ ეწვევა, როგორც აქამდე იგეგმებოდა.

თუ პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა, მას ფართოდ გაშლილი ხელებით დახვდებიან”, - განაცხადა ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ისრაელის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ვიზიტი ჯერ კიდევ მოსალოდნელია, მაგრამ ამ მომენტისთვის თარიღი დადგენილი არ არის.