ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება - სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციაზე

08.11.23 18:42
ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება -  სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციაზე

ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას. 

სანდუს თქმით,  მოლდოვა მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"მნიშვნელოვანი ეტაპი მოლდოვისთვის. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას, ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ. მოლდოვა მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ შრომას ამ მიზნის მისაღწევად"- -წერს სანდუ.

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

მსგავსი სიახლეები