პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს - სანდუ

08.11.23 22:20
პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს - სანდუ

სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.