ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოში სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები მივიდა

კოლონამ, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები გადაჰქონდა ღაზის ქალაქ ალ-შიფას საავადმყოფომდე მიაღწია.
გაეროს სააგენტო UNRWA და ჯანმოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მარაგების რაოდენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ღაზის სექტორში არსებულ უზარმაზარ საჭიროებებს გაუმკლავდეს.
ალ-შიფაში არსებული სამედიცინო პირობები "კატასტროფულია- აღნიშნულია განცხადებაში.