ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს რეგიონში "დივერსანტების შესვლას" არ ადასტურებს - რეჟიმმა ინფორმაცია გადათქვა

09.11.23 10:41
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს რეგიონში "დივერსანტების შესვლას" არ ადასტურებს - რეჟიმმა ინფორმაცია გადათქვა

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე "დივერსანტების შეღწევის" შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება - არაღიარებული მთავრობის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 

8 ნოემბერს დე ფაქტო უწყების ე.წ. ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა რუსულ მედია "რიას" განუცხადა, რომ გულრიფშის რეგიონის მთებში რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალები შეიარაღებულ პირებს ეძებენ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა - აცხადებენ უწყებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინ იტყობინებოდა,  რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო პირთა  რაოდენობაა შევიდა.

არსებული ცნობებით, სოხუმამდე მისასვლელი გზები გადაკეტილია.

ბჟანიას მთავრობა ამტკიცებდა, რომ სავარაუდო მიმალვაში მყოფი ადამიანები უცხოური წარმოების იარაღებით იყვნენ აღჭურვილები, ეკეთათ ნიღბები და თან აქვთ დრონებიც. 

მსგავსი სიახლეები