თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" კიდევ ერთი მეთაური მოკლეს - IDF

09.11.23 14:15
თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" კიდევ ერთი მეთაური მოკლეს - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აბუ მაზიბის სიცოცხლე შეეწირა - ინფორმაციას IDF ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან განხორციელებულ ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

მან განახორციელა მრავალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება, რომლებიც მიმართული იყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და IDF-ის სამხედროების წინააღმდეგ - ნათქვამია განცხადებაში.