ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა - ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ბჟანია მოსკოვში 7 ნოემბერს გაემგზავრა. იგი შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს.