ისრაელსა და ღაზაში ომის დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა - გაეროს უმაღლესი კომისარი

ისრაელსა და ღაზაში ომის დანაშაული კონფლიქტის ორივე მხარემ ჩაიდინა - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქიმ ოთხშაბათს, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ, დაშავდნენ და დასახიჩრდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
"7 ოქტომბერს პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი სისასტიკე საზარელი, სასტიკი და შოკისმომგვრელი იყო. ეს, ისევე როგორც მძევლების აყვანა, ომის დანაშაულია.
ისრაელის მიერ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა ასევე უტოლდება ომის დანაშაულებს, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო ძალადობრივი ევაკუაცია", - თქვა თურქიმ ოთხშაბათს, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.