ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს აცხადებს

10.11.23 10:36
ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს აცხადებს

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზები იქნება. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საბრძოლო მოქმედებებს 4 საათით შეაჩერებს. ყოველდღიურად რამდენიმე საათი ექნებათ ღაზაში ჩარჩენილებს, დატოვონ დანგრეული დასახლება და გადავიდნენ სამხრეთისკენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით სახმელეთო ოპერაცია სრულდება. ნეთანიაჰუს მთავრობაში ამბობენ, რომ ბრძოლები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჰამასის ბოლო ტერორისტი არ განადგურდება.

მსგავსი სიახლეები