აფეთქებები სევასტოპოლში - რუსეთი ამტკიცებს, რომ გემსაწინააღმედეგო რაკეტები ჩამოაგდო

გასულ ღამეს აფეთქებების ხმები ისმოდა სევასტოპოლში. ანექსირებულ ყირიმში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა დაზიანდა ან არის თუ არა მსხვერპლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ჩამოაგდეს გემსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც მათი მტკიცებით, ყირიმისკენ უკრაინამ გაუშვა.