ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას ნიშნავს - ნეთანიაჰუ

10.11.23 12:25
ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას ნიშნავს - ნეთანიაჰუ

ჩვენ არ ვგეგმავთ ღაზას დაპყრობას და ოკუპაციას, ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას ნიშნავს , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. 

ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას, ოკუპაციას და მართვას.  ჩვენ უნდა გვყავდეს სანდო ძალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შევა ღაზაში და მკვლელებს დახოცავს. რადგან ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის „ჰამასის“ მსგავსი ერთეულის ხელახლა აღმოცენებას. ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას და ირანის ტერორის ღერძის გამარჯვებას, ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარეშე არ იქნება, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.