რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს - ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 67 წლის ქალი, ხოლო ერთი პირი კი დაშავდა.
"მტერმა ნიკოპოლზე კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 67 წლის ქალი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია 68 წლის კაცი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აღნიშნა სერგეი ლისაკიმ.