კადიროვის 18 წლის ვაჟი ჩეჩნეთის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

10.11.23 22:01
კადიროვის 18 წლის ვაჟი ჩეჩნეთის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი ახმატი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა - ინფორმაცია კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

აქამდე თანამდებობა ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა, თუმცა ახლა ის მინისტრის მოადგილედ ჩამოაქვეითეს. ახმატ კადიროვი კი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ და პროკრემლისტური ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

 

მსგავსი სიახლეები