კანადამ ექვსი რუსული კომპანია, მათ შორის, სამთავრობო მედიები დაასანქცირა

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში რუსეთში მოქალაქე ცხრა ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, მათ შორის, არაერთი რუსული მედია შეიყვანა.
კანადის ხელისუფლების განცხადებით, ისინი დეზინფორმაციის გავრცელებასა და უკრაინის წინააღმდეგ წარმართულ პროპაგანდაში მონაწილეობდნენ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები არის მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევა, რამაც სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იგორ ივანოვია შეყვანილი. სანქციები დაუწესდა შემდეგ მედიებს: Известия-ს, Парламентская газета-ს, ტელეარხ РЕН-ТВ-ს, მედიაპროექტ RT Russia Beyond-ს. აგრეთვე, სანქცირებულთა სიაშია პარტია "ერთიანი რუსეთის" მიერ შექმნილი სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტია შესული.