პუტინის თანამოაზრე რუსი მომღერალი კანადამ დაასანქცირა

11.11.23 10:36
პუტინის თანამოაზრე რუსი მომღერალი კანადამ დაასანქცირა

მომღერალი ჟასმინი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. რუს ხელოვანსა  და პუტინის თანამოაზრეს შეზღუდვები კანადამ დაუწესა. ახალი სია მოცულობითია. ჯამში ცხრა ფიზიკური პირით და ექვსი კომპანიით. დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტირაჟირების გამო, კანადამ დაასანქცირა რუსული სატელევიზიო არხი რენ ტივიც. სიაში შეიყვანეს რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და 
პარტია "ედინაია რასიას" მიერ დაარსებული სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი.. თითოეულ კომპანიას და ადამიანს  უკრაინაში, პუტინის მიერ წამოწყებული  სისხლისმღვრელი ომის გამართლებას ედავებიან.