ღაზის სექტორში საშუალოდ ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება - ჯანმოს დირექტორი

11.11.23 10:48
ღაზის სექტორში საშუალოდ ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება - ჯანმოს დირექტორი

ღაზის სექტორში საშუალოდ ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილებოდა.

მისი თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.

„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

მსგავსი სიახლეები