ისრაელს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა - მაკრონი

11.11.23 12:06
ისრაელს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელს სარგებელს მოუტანს.

ეს ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ისრაელს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს - აღნიშნა მაკრონმა.