რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით მიიტანა - პოპკო

52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა ისკანდერის ტიპის რაკეტებით კიევს შეუტია - ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტების მიერ გაშვებული ორი რაკეტა მოედანზე ჩავარდა
52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები! რაკეტამ არ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს იგი დედაქალაქთან მიახლოებისას", - განაცხადა პოპკომ.