ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა - პალესტინა

11.11.23 16:45
ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა - პალესტინა

ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა - ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მაი ალ-კაილამ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის.

პარალელურად, „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა და ტერიტორიაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

გავრცელებული ცნობით, ახლა საავადმყოფოში არ არის წყალი, საკვები და ელექტროენერგია. ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების დაღუპვის შესახებ.