მოვკალით "ჰამასის" მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა - IDF

11.11.23 17:45
მოვკალით "ჰამასის" მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა - IDF

IDF აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია "ჰამასის" მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა

"აჰმედ სიამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ჰამასი" ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს," - ნათქვამია განცხადებაში.​

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ღაზაში ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა - ჰამასის" მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 3 ბავშვი.