ჰამასმა ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა - ცახალის პრესსმდივანი

ცახალი პრესმდივანი აცხადებს, რომ ჰამასმა ღაზას სექტორზე კონტროლი დაკარგა. დანიელ ჰაგარის თქმით, ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ღაზას ათობით და ასობით ათასმა მცხოვრებმა ჰამასის განკარგულების მიუხედავად მაინც სამხრეთისკენ გადაინაცვლა.
ისრაელის თავდავის არმიის ინფორმაციიღ, პარასკევს ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი 80 000 ადამიანმა, ხოლო ხუთშაბათ 50 000 დატოვა.
ცახალის პრესმდივანი აცხადებს, რომ ბოლო საათებში ებრაული არმია შათის ლტოლვილების ბანაკის სიღრმეში შევიდა. ეს არის ჰამასის მთავარი ციტადელი სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
პალესტინური წყაროები მსოფლიოს უჩვენებენ, რომ ღაზაში საავადმყოფოებია ბლოკირებული. „წითელმა ნახევარმთვარემ“ შაბათს განაცხადა, რომ ებრაული ტანკები საავადმყოფო „ალ- კუდსთან“ 20 კმ დგანან.
ადმირალ აგარი ამტკიცებს, რომ საავადმყოფოების შესახებ ჰამასი იტყუება , რატა მოასხლეობა აკონტროლოს. ცახალის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ჰამასმა შიფას საავადმყფოზე ებრაელების იერიშის შესახებ განაცხადა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იერიში პალესტინურმა რაკეტამ განახორციელა.