ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში ირანის ორ ბაზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში ირანის ორ ბაზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაბომბილია ის ობიექტები, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი იყენებდა. სამიზნეები იყო აბუ-კამალსა და მაია-დინთან მდებარე საწვრთნელი ობიექტი და კონსპირაციული ბინა.
შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განმარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ირკვევა, რომ ეს პასუხია იმ თავდასხმებზე, რომელიც სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე განხორციელდა. შეტევის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.