პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა

13.11.23 10:52
პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა

საფრანგეთში ანტისემიტიზმის გასაპროტესტებლად ასი ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა. დემონსტრაციაზე იდგნენ პარლამენტის ორივე პალატის წევრები, ასევე პრემიერ მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტები  - სარკოზი და ოლანდი. მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია ემანუელ მაკრონს, თუმცა პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა სადაც დაწერა, რომ მიესალმება 
აქციის მონაწილეებს, მსვლელობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ჰამასის ტყვეობიდან მშვიდობიანი მოქალაქეების  გათავისუფლების ითხოვს.

ჰამასის  ისრაელში შეჭრის შემდეგ საფრანგეთში ანტისემიტიზმის შემთხვევები სამჯერაა გაზრდილი.