რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა ორი ადამიანი

13.11.23 21:57
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა ორი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონში არსებულ ერთ-ერთ საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ავრცელებს.

ალექსანდრ პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

რუსულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა ხერსონის ცენტრალურ ნაწილს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა 2 ადამიანი. 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოზე თავდასხმისას დაშავდა 2 მედდა და პაციენტი", - აღნიშნა პროკუდინიმ.