დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის - ბორელი

13.11.23 22:38
 დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის - ბორელი

დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის - ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბორელის თქმით, მისია უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებას წარადგენს.

თქვენ იცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო ევროპულ საბჭოზე დავალებად მომცეს, რომ შემექმნა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ამაზე წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ. მომდევნო თვის დასაწყისში, უკრაინაში, ჩვენი წინადადებების განსახილველად, მისიას გავგზავნი", - აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები