"ჰამასმა" ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

13.11.23 23:37
"ჰამასმა" ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ავრცელებს.

გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმის მიხედვით მიიწევენ წინ და ასრულებენ დაკისრებულ ამოცანას.

ჰამასს არ აქვს ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. ჰამასის ორგანიზაციამ ღაზაზე კონტროლი დაკარგა. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს ჰამასის ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ"- აღნიშნა მინისტრმა.