ღაზის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზაში მდებარე საავადმყოფოები, მათ შორის ალ-შიფას საავადმყოფო, დაცული უნდა იყოს.
"ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. კონტაქტზე ვართ ისრაელთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც. ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს," - თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ღაზის სექტორში უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოა."