ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღაზის სექტორში უმსხვილეს საავადმყოფოს "თითქმის სასაფლაო" უწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.
"საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თითქმის სასაფლაოა", - თქვა მან.
ალ-შიფას საავადმყოფო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ფრონტის ხაზზე მოხვდა.