ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კიევის მტკიცე მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

14.11.23 14:48
ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კიევის მტკიცე მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კიევის მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. იენ სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია პუტინი დარწმუნდეს, რომ ვერ გაიმარჯვებს, რადგან ამ შემთხვევაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება უფრო რეალურია. 

უკრაინაში ბრძოლები გრძელდება და ადგილზე ვითარება მძიმეა. ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კიევის მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების უფლება მივცეთ. ომები არაპროგნოზირებადია. ვერავინ იტყვის როდის და როგორ დასრულდება. მოლაპარაკებების შედეგის მიღების ალბათობა იზრდება, როდესაც იზრდება სამხედრო მხარდაჭერა. ამისთვის კი ერთადერთი გზაა პუტინის დარწმუნება, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. საჭიროა, რომ უკრაინა სამხედრო მხარდაჭერით გავაძლიეროთ, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები