პუტინმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი შეიწყალა - ჰაჯიკურბანოვი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის

14.11.23 15:31
პუტინმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი შეიწყალა - ჰაჯიკურბანოვი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტ ანა პოლიტკოსვკლაის მკვლელობის ორგანიზატორი კოლონიიდან გაათავისუფლა. სერგეი ჰაჯიკურბანოვი ახლა უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე იბრძვის. ინფორმაციას მისი ადვოკატი ალექსეი მიხალჩიკი ავრცელებს. 

ჩემი ინფორმაციით, ჰაჯიკურბანოვმა კონტრაქტი გააფორმა რუსეთის ფედერაციის სამინისტროსთან, რის შემდეგაც პრეზიდენტის შეწყალება მიიღო. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი კლიენტი თავს დამნაშავედ არც მაშინ მიიჩნევდა და არც ახლა მიიჩნევს, – ამბობს მიხალჩიკი.
 

ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს ჩეჩნეთის მკვიდრმა, ლომ-ალი გაიტუკაევმა ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთა მიიღო. გაიტუკაევმა ჯგუფი შეკრიბა, რომელშიც ძმები რუსტამ, ჯაბრაილ და იბრაგიმ მაჰმუდოვები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს(ГУВД) მოსკოვის განყოფილების თანამშრომელი დმიტრი პავლიჩენკოვი და ГУВД-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი ჰაჯიკურბანოვი.

2014 წელს სასამრთლომ ჰაჯიკურბანოვს დ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ვადას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.