ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ტერორისტების გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყო

15.11.23 10:10
ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ტერორისტების გასანეიტრალებლად  ოპერაცია დაიწყო

„ჰამასი“  ღაზის საავადმყოფოს ფარად იყენებს“ - ისრაელი ამტკიცებს, რომ სექტორის ყველაზე დიდ კლინიკაში ტერორისტების სამეთაურო პუნქტია განთავსებული, ამიტომ მათ გასანეიტრალებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მძიმე ტექნიკა და ისრაელის არმია - ალ-შიფას კლინიკაში დილით გამოჩნდა. ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფებს ჩხრეკენ. ამ ფონზე კი კლინიკაში  700-მდე პაციენტი, 400 თანამშრომელი და კიდევ 3000-მდე სამოქალაქო პირია, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.