სი ძინპინი ამერიკაშია - ბაიდენის თქმით, შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა
ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაშია. ეს 6 წლის შემდეგ შტატებში სი ძინპინის პირველი ვიზიტია. ჩინეთის პრეზიდენტი ჯერ სანფრანცისკოში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება შემდეგ კი ჯო ბაიდენს პირისპირ შეხვდება.
სი ძინპინის ვიზიტი შტატებში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბაიდენმა თქვა, რომ მისი მიზანი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენაა.
"სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სამხედრო კომუნიკაციების აღდგენაა, ჩვეულ კურსს რომ დავუბრუნდეთ, მიმოწერას თუ განვაახლებთ და შევძლებთ ავიღოთ ტელეფონი და კრიზისების დროს ერთმანეთს ვესაუბროთ, შევძლოთ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი". - განაცხადა ბაიდენმა.