ღაზა ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის, კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან - UNICEF
UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორი ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღაზა ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი ადგილია.
კეტრინ რასელის თქმით, ადამიანები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, რაც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების საშიშროებას წარმოადგენს.
კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან. ეს გულისხმობს მკვლელობას, დასახიჩრებას, გატაცებას, თავდასხმებს სკოლებსა და საავადმყოფოებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმას, რასაც იუნისეფი მკაცრად გმობს. ბევრი ბავშვი დაკარგულია და, სავარაუდოდ, დამარხულია დანგრეული შენობებისა და სახლების ნანგრევების ქვეშ, რაც დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების ტრაგიკული შედეგია" - განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.