რუსებმა დონეცკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

15.11.23 12:35
რუსებმა დონეცკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოზე მიიტანეს იერიში - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკო ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.

სელიდოვოს დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ" - აღნიშნა იგორ კლიმენკომ.