რუსეთმა ქიმიური იარაღი უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე გამოიყენა - Deep State

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე, ბახმუტსა და სვიატოვოზე, ქიმიური იარაღი გამოიყენეს - ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური ტელეგრამ არხი, Deep State-ი ავრცელებს.
ანალიტიკოსების ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებულია ნივთიერება ქლორპიკრინი.
სვიატოვისა და ბახმუტის რაიონებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მტერმა გამოიყენა ქლორპიკრინი, რომელიც უხვად არის მარაგებში და რომელიც უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ჩვენი ჯარების წინააღმდეგ" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.