კაცი, რომელიც შეყვარებულის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, სახლში გადაიყვანეს, რადგან იტალიის ციხე მის დიეტას ვერ უზრუნველყოფდა

იტალიაში, ტურინის ციხიდან პარტნიორის მკვლელობაში მსჯავრდადებული კაცი ციხიდან გამოუშვეს, რადგან ციხე მისთვის შესაფერის დიეტას ვერ უზრუნველყოფდა. სასამართლოს ბრძანებით, დიმიტრი ფრიკარნომ სასჯელის დარჩენილი პერიოდი შინა პატიმრობაში უნდა გაატაროს.
დიმიტრი ფრიკარნომ საკუთარი შეყვარებული ცივი იარაღით მოკლა, რისთვისაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 30 წლით მიუსაჯა. მოსამართლის თქმით, ბრალდებულს სპეციალური, დაბალკალორიული დიეტა სჭირდება, რასაც ციხე ვერ უზრუნველყოფს.