ვილნიუსის აეროპორტმა სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო

სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ ანონიმური შეტყობინების შესვლის გამო, ვილნიუსის აეროპორტმა ევაკუაცია გამოაცხადა და მუშაობა შეაჩერა - შეტყობინება დაახლოებით დილის 8 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი დროიდ დილის 10 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განგაში ცრუ იყო და აეროპორტი ფუნქციონირებას განაახლებდა.
აეროპორტის შენობის საფუძვლიანი შემოწმების და შესაბამისი სამსახურების მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, მგზავრებს საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ტერმინალებში, ხოლო დაგეგმილი ფრენების შემოწმება გრძელდება", - განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.