რუსული სამართალი - 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც სამხედრო პოსტერი დააზიანა

15.11.23 15:26
რუსული სამართალი - 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც სამხედრო პოსტერი დააზიანა

რუსეთის ქალაქ ტოლიატის სასამართლომ სამხედრო პოსტერის დაზიანებისთვის კაცს 6-წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ 46 წლის ალეკსეი არბუზენკოს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასა და დანაშაულში არასრულწლოვნის ჩართვისთვის წაუყენა ბრალი.

პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულთან თავისი შვილიც იმყოფებოდა.