პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა დაივიწყოს, მაგრამ ჩვენ ამ სამსახურს არ გავუწევთ - შტაინმაიერი

15.11.23 18:38
პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა დაივიწყოს, მაგრამ ჩვენ ამ სამსახურს არ გავუწევთ - შტაინმაიერი

"პუტინი თვლის, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს" - განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინას ძლიერ მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.

მისი თქმით, გერმანია მყისიერად იდგება უკრაინის მხარეს იქამდე, სანამ ამისი საჭიროება იარსებებს.

გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს - და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს.

პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას”, - განაცხადა შტაინმაიერმა.

მსგავსი სიახლეები