რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში რუსეთი არ აირჩია - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი არაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში. რუსეთის საერთაშორისო როლი შესუსტებას გააგრძელებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.