ავტოკატასტროფა ინდოეთში - დაღუპულია 38 ადამიანი
ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა, რის შედეგადა 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 17 კი დაშავდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის მთიან რეგიონში მოხდა. ავტობუსი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.