ღაზაში გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო

16.11.23 10:15
ღაზაში გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო

ღაზის სექტორში გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია მოუწოდებს გადაუდებელ და გაფართოებულ ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნებს მთელ ღაზის სექტორში საკმარისი რაოდენობის დღეებით, რათა მოხდეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, სრული, სწრაფი, უსაფრთხო, და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი განმახორციელებელი პარტნიორებისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში.

რეზოლუციის მიღებას მხარი თოთხმეტმა სახელმწიფომ დაუჭირა. აშშ-მ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები