ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" სამთავრობო შენობა ააფეთქა

ისრაელმა ტერორისტული დაჯფუგება "ჰამასის" სამთავრობო შენობა ააფეთქა - სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები ვირუსულად არის გავრცელებული.
ფაქტს წინ ღაზის პარლამენტის აღებაა უძღოდა. ამ ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება, რომ ღაზის სექტორის ყველაზე დიდ საავადმყოფოში სამხედრო აღჭურვილობას მიაგნეს.
ნაპოვნია ყუმბარები, ფორმები და ავტომატები. ისრაელში ფიქრობენ, რომ ალ შიფას ჰოსპიტალში ნაპოვნი იარაღი "ჰამასის" საკუთრებაა.