ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" ლიდერის სახლს დაარტყეს - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს - ინფორმაციას IDF ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ისრაელის ჯარისკაცებმა პოლიტბიუროს უფროსის სახლზე დასარტყმელად საბრძოლო თვითმფრინავები გამოიყენეს.
უწყების ცნობით, სახლი ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი იყო.