სროლა ისრაელის მახლობლად არსებულ საგუშაგოზე - დაჭრილია ოთხი ადამიანი

იერუსალიმის მახლობლად არსებულ საგუშაგოს სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა - ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელები დროულად გაანეიტრალეს.
გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა სამი ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს", - თქვა პოლიციამ.