ღაზის დასავლეთ ნაწილი ტერორისტებისგან გაწმენდილია, ვიწყებთ სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპს - გალანტი

ისრაელის თავდავის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ ღაზის დასავლეთ ნაწილი დაიკავა. იოვ გალანტის თქმით, დაწყებულია სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი.
ოპერაცია გრძელდება, ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად. IDF-მა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავეს, რომელიც ტერორისტებისგან და "ჰამასის" ობიექტებისგან გაწმინდა. დაწყებულია სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი," - განაცხადა გალანტმა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.