უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ - სტოლტენბერგი

17.11.23 11:07
უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში, ფრონტზე რთული მდგომარეობაა და საჭიროა, ქვეყნის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მისი თქმით, რუსეთი არა მშვიდობისთვის, არამედ უფრო მეტი ომისთვის ემზადება.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით განაცხადა, რომ პუტინის გამარჯვებას ვერ დაუშვებენ.

„ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. ის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე იმედი გვქონდა, არ არის არგუმენტი მხარდაჭერის წინააღმდეგ, ეს არის არგუმენტი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის სასარგებლოდ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი სიახლეები